გორში 10 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

გორში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 10 წლის ბიჭს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა, მანქანა დაეჯახა.
ფაქტი “კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები