თენგიზ ფხალაძე: ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით მივაღწევთ წარმატებას და დიდ გამარჯვებას

„ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით მივაღწევთ წარმატებას და დიდ გამარჯვებას“, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით  განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი დადებითად აფასებს მომხდარ ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან დიდი, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.
“უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ეს რეზოლუცია. ეს არის იმ კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. სიმბოლურია, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო ამ რეზოლუციაზე მუშაობა, მხარდამჭერი იყო 14 ქვეყანა, დღეს 80 მხარდამჭერია და 14 წინააღმდეგი. ის, რომ გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, კიდევ ერთხელ მოწმობს და ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით მივაღწევთ წარმატებას და დიდ გამარჯვებას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას. დოკუმენტი განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები