სოფელ შილდაში 80 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ტარდება. არხი დაგროვილი ნატანისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.

შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 80 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, რაც ადგილობრივ ფერმერებსა და წყალმომხმარებლებს სეზონის განმავლობაში სარწყავი წყლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ფერმერებისთვის საირიგაციო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები