მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის ელჩს – მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მუსტაფა თურქერ არის საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მისი წინამორბედი ელჩის – ალი ქაან ორბაის მიმართ კი მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს უწყების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე.

მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე წარმატებით თანამშრომლობს თურქეთის მთავრობასთან.

შეხვედრაზე ერთობლივი სამომავლო გეგმებიც განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები