გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ დოკუმენტზეა საუბარი.
დოკუმენტი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუციაში, ასევე, საუბარია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობაზე.
დევნილების შესახებ რეზოლუციას 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 14, მათ შორის რუსეთიც, სამოცდაერთმა კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით, მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი გაზრდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები