საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ფორუმში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიიღო.
შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოება უკეთ გაეცნოს კლიმატის მწვანე ფონდში არსებული რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გზებს, როგორც შემარბილებელი, ისე საადაპტაციო ღონისძიებებისა თუ პროგრამების განსახორციელებლად. ასევე, დაგეგმილია მხარეებისათვის კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზაობის დახმარების, პროექტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების გაცნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ეხება კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, რეგიონში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები და მრავალმხრივი განვითარების ბანკები.
კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მთავარ ფინანსურ მექანიზმს და უზრუნველყოფს დაბალემისიიანი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას განვითარებად ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები