თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

სს ”თელასის ცნობით,, ისნის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ყვარლის, საინგილოს, მელაანის, საბანაკოს, ჯორჯ ბუშის, უშაკოვის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტვიშის, მესხეთის და ცუცქირიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის და სახალხოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თუმანიანის, ჯვარედინის, ასკანის, ბეთლემის და გომის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, გორის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, სოხუმის, ევდოშვილის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები