პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს და მუშაობას არც საპატრიარქოში გააგრძელებს. თუმცა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა რიგებში დარჩება.
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ არის დანიშნული. მანამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები