აქციე შენი იდეა რეალობად

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის, 218-ე აუდიტორიაში, CBC Georgia თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრო და აღნიშნული ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა 2016 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებლი გუნდის ლიდერმა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი შალვა მძინარაშვილმა, რომელიც ასევე სტარტაპ საქართველოს პრიზიორია.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარე წლის 11 – 12 ივნისს,CBC Georgia ორგანიზებით ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – ორშაბათი, 5 ივნისი, დილის 11 საათი.
წარმოდგენილ პროექტებს საქართველოს თანამედროვე ბიზნესის სხვადასხვა სფეროს ლიდერებით, წამყვანი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური განიხილავს.
ჩემპიონატის პირველი ტური 11-12 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 15 ივნისს.
გამარჯვებული გუნდები ფულად პრემიას მიიღებენ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი დანიაში,საერთაშორისო ჩემპიონატზე,სრული დაფინანსებით გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები