ჰოლანდიის სენატმა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ჰოლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჰოლანდია ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ახლა შეთანხმებას ჰოლანდიის მთავრობამ უნდა დაუჭიროს მხარი. შემდეგ კი მას ჰოლანდიის მეფე ვილემ ალექსანდრე ხელს მოაწერს. ევროკავშირის მიერ ჰოლანდიიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევა.