კლინიკები ვალდებული ხდებიან, თუკი მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება განახორციელონ

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს. დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.
​ცნობილია, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვერ სარგებლობენ. სოფო კილაძემ განმარტა, რომ აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას, იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.
“დღეს მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე, თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი კი შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე, დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები“, – ითქვა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები