მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დონორთა თემატური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა მიმართეს.
ეკატერინე გრიგალავამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ქმედებები გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და მდგრადი განვითარების მიზნები, განახლებადი ენერგია, ინფრასტრუქტურული პროექტების როლი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროცესში, კატასტროფების რისკების შემცირება, ნარჩენების მართვა და წყალმომარაგების პოლიტიკა.
მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით, ყოველწლიურად, ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, სადაც ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის განვითარების, სოციალური კეთილდღეობის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების და დემოკრატიული მმართველობის საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები