დღეიდან “თიბისი ბანკში” იურიდიული პირი ანგარიშის გახსნასა და კლიენტად რეგისტრაციას ბანკში მისვლის გარეშე შეძლებს

“თიბისი ბანკში” იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია დღეიდან დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი.
როგორც „კვირას“ “თიბისიდან” აცნობეს, ანგარიშის ონლაინ გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია ინოვაციური სერვისია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არა აქვს. როგორც ბანკში განმარტავენ, აღნიშნული სერვისი ბიზნესმენებს  საქმიანობის უკეთ წარმართვაში ხელს შეუწყობს.
„პროცედურა მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ვებგვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ, პროცესი 5 წუთში სრულდება. ანგარიშის გახსნასთან ერთად, კლიენტი ავტომატურად რეგისტრირდება ინტერნეტბანკზე და ერთვება SMS სერვისი. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია, შეუკვეთოს ბიზნესბარათი. პროექტი ეროვნულ ბანკთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.
ასევე, დაინერგა ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისიც იურიდიული პირებისთვის. როგორც ბანკში განმარტავენ, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრში დარეკვით, განაცხადის შევსება ხდება სატელეფონო საუბრის დროს, ხოლო დოკუმენტების ადგილზე მიტანა მოხდება “თიბისი ბანკის” თანამშრომლის მიერ.
ოფიციალური ინფორმაციით, სრულიად განახლებულ ფორმატშია წარმოდგენილი ვებგვერდი www.tbcbusiness.ge, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მათთვის საჭირო, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. დაარსების დღიდან, ვებგვერდს მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. დღეიდან, მას საინტერესო სიახლეების მიმართულება ემატება, სადაც მუდმივად განთავსდება სტატიები, ბლოგები და ვიდეოები მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე საინტერესო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ბიზნესსა და ეკონომიკაში.
კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც www.tbcbusiness.ge-ს დაემატა, არის „ბიზნესრუკა”. პროექტი “თიბისი ბანკმა” შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს, სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე. ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით.
ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა – შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ბიზნესმენებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ როგორც მკვლევარებს, ასევე, ბიზნესანალიტიკოსებს და სტუდენტებს. “თიბისი ბანკი” გააგრძელებს „ბიზნესრუკის” განვითარებას და მას მუდმივად დაემატება ახალი მიმართულებები.
ამას გარდა, განახლებულ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge კვლავ იქნება ხელმისაწვდომი პრაქტიკული, საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც გამოადგებათ, როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესმენებს. მათ შეუძლიათ მოიძიონ კვალიფიციური ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაწყება და ბიზნესგეგმის შედგენა, ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელშეკრულებების შედგენა, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.
„თიბისი ბანკი” აგრძელებს ციფრული სტრატეგიის განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დროის დაზოგვას ისახავს მიზნად. “თიბისი ბანკის” მიზანია, იყოს საუკეთესო პარტნიორი ბიზნესებისთვის,” – განაცხადა  “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
ინოვაციური სერვისების და პროდუქტების პრეზენტაცია, რომელსაც მთავრობის, ბიზნესსექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში გაიმართა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები