30-31 მაისს თბილისში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვა დაწესდება

პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება: 30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.
31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები