თბილისში, ბანკიდან გამოსული მოქალაქე დააყაჩაღეს

თბილისში, ბანკიდან გამოსული მოქალაქე დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს, რომელიც ბანკიდან გამოვიდა და საკუთარი ავტომანქანისკენ მიემართებოდა, უცნობი პირები  დაესხნენ თავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს იარაღის მუქარით თანხა გასტაცეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
„კვირა“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ბანკის მიმართ ყაჩაღობის ფაქტი უარყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები