ალექსანდრე ჯეჯელავა: ”ნაციონალურ მოძრაობას” გაუნათდა გონება და მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცები

”ნაციონალურ მოძრაობას” გაუნათდა გონება და ახლა მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცები, – ასე ეხმაურება განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მინისტრის თქმით, საატესტატო გამოცდები უნდა დაიხვეწოს.
”გაუქმებით მგონი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. წლევანდელი რაოდენობა სკოლის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების, პროცენტულად არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ეს დიდად სანუგეშო არაა. მეორე მხრივ, ჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ.
გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40%, ჩვენთან არის 80%. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაცია ნელ-ნელა შეამცირებს 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის ბავშვები გავლენ ამ გამოცდებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები