თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება: სამგორის, გლდანის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, ვაკის, ისნის და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.
სამგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს, 12:00-დან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 14:0-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის, მუხაძის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მახათას შესახვევის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, ყარყარაშვილის, გურჯაანის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კოსტავას, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს,
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები