„ღამე მუზეუმში“ – ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა (ფოტო-ვიდეო)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, ქუთაისში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყო. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმმა დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლა.
აქციის ფარგლებში საქართველოს სხვა რეგიონებისა და ქალაქების მსგავსად შემეცნებითი აქტივობები მოეწყო ქუთაისშიც. აქცია „ღამე მუზეუში“ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა, ფილმში ასახული იყო ქუთაისი თავის ხიბლით და თვალსაჩინოებებით. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თექის ნამუშევრების, ქართული სამოსისა და მინანქრის სამკაულების გამოფენა. გარდა ექსპოზიციებისა, დამთვალიერებელს მუსიკალური და საცეკვაო ნომრების ნახვაც შეეძლო. გაიმართა მუზეუმის მეგობართა ფონდის პრეზენტაციაც. ​
აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები