კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა – სისტემა აქტიურად მუშაობს

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დღეს 27 მაისს კახეთის რვავე რაიონში დასავლეთიდან შემოსული მასშტაბური ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა. ამ ეტაპზე ნასროლია 150 მდე რაკეტა, სისტემა ამ დრომდე აგრძელებს ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთიდან ეტაპობრივად შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასების აქტიურ დამუშავებას.
“დელტას” ინფორმაციით, ფრონტალურმა ღღუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო, 19:30 საათისთვის ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარელის და ლაგოდეხის რაიონებში ღრუბლის მასები 150 ზე მეტი რაკეტით ეტაპობრივად დამუშავდა.
ღრუბლის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 50 მ/წმ იყო, სეტყვის მოსვლის ალბათობა 90%, რეგიონში ღრუბელმა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა საშუალო ზომით  20-30 მმ.
სისტემა ამ დროისთვისაც აქტიური დამუშავების რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები