გრან პრი საქართველოს – მეექვსმილიონე ტურისტის დახვედრის ამსახველმა კამპანიამ 839 ნამუშევარს შორის გაიმარჯვა

საქართველოში შემოსული მეექსვმილიონე ტურისტის დახვედრის ამსახველმა კამპანიამ 26 მაისს, კიევის საერთაშორისო სარეკლამოფესტივალზე, საქართველოს უმაღლესი ჯილდო მოუტანა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S-ის პროექტმა ფესტივალის გრან პრი დაიმსახურა.
უმაღლესი პრიზის გარდა, საქართველოს მიერ წარდგენილმა კამპანიამ, კიდევ 5 ჯილდო მიიღო:
საუკეთესო – კატეგორიაში სარეკლამო კამპანია; საუკეთესო – კატეგორიაში მედია; ოქრო – ციფრული მედია; ვერცხლი – ბრენდირებული კონტენტი და ვიზუალური სთორითელინგი; ვერცხლი – მოგზაურობა, ტრანსპორტი და დასვენება.
კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალში 127 სააგენტოს 839 საკონკურსო ნამუშევარი მონაწილეობდა. მათგან გამარჯვებულები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან წარდგენილმა ჟიურის 76 წევრმა შეარჩია.კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა, საკმაოდ პრესტიჟულია ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის.​
საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S საქართველოში შემოსული მეექსვმილიონე ტურისტის დახვედრის ამსახველი კამპანიის წარდგენას გეგმავს კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“, რომელიც 17-25-მდე ივნისს საფრანგეთში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები