გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამადანის თვის დადგომას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმ მოქალაქეს რამადანის თვის დადგომას ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს კეთილდღეობას, დღეგრძელობას და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.
„საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის დადგომას. ეს წმინდა თვე თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია. მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით განვლას გისურვებთ. თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი საერთო, მრავალეროვნული სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი უძველესი, თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები