ანიტა რაჭველიშვილი რუსეთში სიმღერაზე უარს ამბობს

„არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ“,-ამის შესახებ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, კვლავ მიიწვიეს რუსეთში ერთ-ერთ კონცერტზე, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაც უნდა იყოს ან რაც უნდა დიდი თანხა შესთავაზონ, მომღერალი იქ წასვლაზე უარს ამბობს.
„მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის გალას ატარებენ და მთხოვენ ჩავიდე! მომავალ წელს, 1 მარტს! რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ! ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ კულტურასა და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნისა და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას, საბედნიეროდ, მეორედ არ ვიმეორებ! მაპატიეთ, შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არ მესმის იმათი, ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე! ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!“, – წერს მეცო-სოპრანო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები