ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეებს მიმართავს: მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილების მომავლისთვის აქცენტი პროფესიულ განათლებასა და ხელობაზე გააკეთონ. ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმადაც, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა.
„შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის, მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი – 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ. როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც. ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. საგამოცდო საკითხები – უელემენტარულესია. მოსწავლემ ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ წელს, საქართველოს მასშტაბით, 11 ათასმა მოსწავლემ საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, შესაბამისად, მათ ატესტატი ვერ აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები