ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამადანის თვის დადგომას ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამადანის თვის დადგომას ულოცავს.  ამის შესახებ ”კვირას“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
„საქართველო ისტორიულად მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ტრადიციების სახელმწიფოა, რაც ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. მსურს, საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს მივულოცო წმინდა რამადანის თვის დადგომა. ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“, – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.
წმინდა რამადანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და 25-27 ივნისს სამდღიანი ბაირამით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები