ყავისფერი დათვი დის დანახვაზე აცეკვდა

  ფოტოგრაფმა ნიკოლაი ზინოვიევმა იუჟნო-კურილსკში 40 დღე გაატარა. იგი მდინარე კურილეზე ფოტოებს იღებდა, როდესაც ექსპრომტად მან გასაოცარი მომენტი დააფიქსირა.
“მე ფოტოებს ვუღებდი ყავისფერ დათვს მდინარის ნაპირზე. ის თავიდან ნორმალურად იქცეოდა, იჭერდა თევზებს. უეცრად ბუჩქიდან მეორე დათვმა ამოყო თავი. თავდაპირველად დათვს ეს ცოტა გაუკვირდა და მეორე დათვს შორიდან დაუწყო ყნოსვა. მალე მისი რეაქცია გამაოგნებელი გახდა – ფეხებზე დადგა და ადამიანივით იქცეოდა. მან ცეკვა დაიწყო. ხუთი წელია ყავისფერ დათვებს ვუღებ ფოტოებს და ასეთი რამ პირველად ვნახე – დათვმა მეორე დათვის დანახვაზე სიხარული ვერ დამალა. მათ თამაში დაიწყეს და დაავიწყდათ, რომ ისინი პატარა დათვები აღარ იყვნენ. ვფიქრობ, ეს ორი დათვი და – ძმა იყო“, – განაცხადა ფოტოგრაფმა.
მისი აზრით, დაბადებიდან სამი წლის შემდეგ დათვის ბელებს დედები ტოვებენ, რომ ცხოვრება განცალკევებით გააგრძელონ.  რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და დროს ერთად ატარებენ.
„ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ განცალკევების შემდეგ დათვებმა ერთმანეთი იცნეს და ამიტომაც ჰქონდათ ჰიპერაქტიული შეხვედრა“, – დაასკვნა ზინოვიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები