“ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს; სერიოზულობიდან სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია” – მათიკაშვილი

“ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს. სერიოზულობიდან სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ასე ჩანს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, რომელიც, ამავდროულად, პრეზიდენტის პარტიის წევრია”.

“საქართველოს ხელისუფლების, „პროირანულ“ და „პრორუსულ“ პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, რადგან აქ სალაპარაკოც არაფერია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, თვითონ შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები რიგში დგანან, რომ ჩავიდნენ პეკინში, შეხვდნენ ჩინეთის ლიდერს და გააღრმაონ ურთიერთობა, რაც ამ ქვეყნებს აქვთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. წარმოუდგენელია, ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს იმ კონტექსტში, სადაც თვითონ შეერთებული შტატები ახდენს ურთიერთობის ასეთ ფორსირებას. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის უკან კონკრეტული ძალა დგას. ადრეც გამოჩნდა, თუნდაც FARA-ს კანონმდებლობით, რომ ამ კონგრესმენისადმი შესაბამისი დაფინანსებები მიდიოდა ქართველი რადიკალებისა და მათი მხარდამჭერებისგან. დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩანს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, ნიადაგი, რომ ამ კაცის ინიციატივა იოტისოდენა სერიოზულობითაც კი მივიღოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები