სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, კლივლენდის გარეუბანში, სროლა მოხდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Enca-ს ცნობით, თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა რვა მამაკაცი და სამი ქალი. კიდევ ერთი მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, 10-ზე მეტი შეიარაღებული პირი ტერიტორიაზე მინივენით მივიდა და მოსახლეობის მიმართულებით რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი.

პოლიციამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები