“საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს.
„მიღწეული შედეგებია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან. ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე ქვეყნის ზოგადი განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.