“ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა” – პაპუაშვილი
“ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს? ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე თუ რეაგირებაზე? მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში? ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.