საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინიტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდიდან პანტონიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით, მშვიდობის აქცია-პერფორმანსით დაიწყო.
აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
„1918 წლის 26 მაისს საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მანამდე ბევრი თაობა იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. დღეს, ზუსტად იქ ვართ სადაც ადმინისტრაციული საზღვარი გადის, საქართველოსა და მის ერთ მხარეს შორის, რომელსაც აფხაზეთი ქვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 26 მაისს საქართველო გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა იყოს” – აღნიშნა მაიზერ ნანავამ.
ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად 100 ფერადი ბუშტი გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები