26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი მცხეთაში წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი როგორც დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე, ასევე მცხეთაშიც წარმოადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს. კახური ტრადიციული მეღვინეობა (აგრო-ქედა, აგრო-ჩოხატაური), შპს მეგობრების მარანი (იკანო), შპს ქართული სოკო, შპს ქართული ზეთისხილი) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (ქართლის თაფლი, არაგველები, ქართული თაფლი) მიერ წარმოებული პროდუქცია – სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, კომპოტები და წვენები, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა, ზეთისხილი და სოკო. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე ქართული ხილითა და ბოსტნეულით გაფორმებულ დეკორაციებთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.
სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგემტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება.
„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც წარმოდგენილ ყველა სტენდსა და დეკორაციაში იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები