თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღეს. თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ლევან იზორიამ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა. ქვეყნის მთავარ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მინისტრთან გასაუბრების, ასევე სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცა. ლევან იზორია სახელმწიფო უწყებების მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სივრცეებსაც ესტუმრა.
ასევე, გასართობ, შემეცნებით, საბავშვო, საქველმოქმედო და სპორტულ ღონისძიებებს გაეცნო. წელს, დამოუკიდებლობის დღე, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკას მიეძღვნა და ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები