რუსთაველის გამზირზე, მიჯნურობის ხეივანში, ქორწინების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 26 მაისს – რუსთაველის გამზირზე, „მიჯნურობის ხეივანში“ ქორწინების რეგისტრაცია გაიმართა.
დაქორწინებულ წყვილს – სალომე სოხაძესა და ალექსანდრე გვასალიას, საგანგებოდ ამ დღისთვის, დამზადებული ქორწინების მოწმობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადასცა. ქორწინების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია:
„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“
მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!
ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა და წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ანალოგიური სპეციალური მოწმობები გასულ წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზეც გაიცა. 26 მაისს დაბადებული ახალშობილებისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა დაბადების მოწმობები, რომელთა ყდაზეც დატანილია შემდეგი ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ასეთი მოწმობები საქართველოს მასშტაბით,  26 მაისს დაბადებული 127 ახალშობილის მშობლებს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ქორწინებისა და დაბადების მოწმობების განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები