ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის კრებული – „ფიქრნი მტკვრის პირას” გერმანულად გამოიცემა

გერმანული გამომცემლობა Arco Verlag GmbH  ქართველი რომანტიკოსი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის კრებულს „ფიქრნი მტკვრის პირას” და 2017 წლის კატალოგს ამზადებს.
აღნიშნულ კრებულს გამომცემლობა Arco ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცემს.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან განუცხადეს, გერმანულენოვან კრებულში ქართველი რომანტიკოსის ყველა ლექსი იქნება წარმოდგენილი. გამოცემა ბარათაშვილის დაბადების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით მზადდება.
აღსანიშნავია, რომ „იუნესკომ” ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი, 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები