გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო 26 მაისი. ეს თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამორჩეულია, რადგან თბილისში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობითი შეხვედრა იმართება. ეს კი დემოკრატიისკენ, თავისუფლებისა და ეკონომიკური აღმავლობისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის მასშტაბით, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები