დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა საკრებულოს პროექტში -,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი’’ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროექტში – „გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“ ჩაერთნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე ცისფერი გალერეის წინ, მოქალაქეებს წიგნში საკუთარი სახელისა და გვარის მითითებით, ,,ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფის გადაწერის შესაძლებლობა მიეცათ.
წიგნში, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში წელიწადნახევრის წინ საგანგებოდ შეიქმნა, საკრებულოს წევრებთან ერთად, ჩანაწერები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ხელოვანებმა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დატოვეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნა თანამედროვე საზოგადოებაში შოთა რუსთაველისა და მისი პოემის მეტ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
,,ჩემი სურვილია, ამ ისტორიულ საქმეში რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს მომავალ თაობას პოემის 21 საუკუნის ხელნაწერიც დავუტოვოთ “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები