გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტეში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები