26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე ლოზუნგით -„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს, სადაც სამინისტროს სივრცე არის განთავსებული.
სივრცეში წარმოდგენილია ქაჯეთის ციხის იმიტაცია, საბავშვო ზონა, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე არსებული „თამარის ხიდის“ ანალოგია, იშვიათი ჯიშის სახეობებით გაშენდება მეგობორბის ხეივანი, რაინდობის ხეივანი, მიჯნურთა ხეივანი.
„ვეფხისტყაოსნის“ გმირების ფიგურებით ბავშვებს ჭადრაკის თამაშის საშუალება ექნებათ. ასევე, მიჯნურთა ხეივანში შეყვარებული წყვილების ხელისმოწერის იმიტირებული სცენა გაიმართება. დამთავლიერებლებს კი „დრონის“ აპარატით 100 მ სიმაღლიდან ფოტოსურათების გადაღების საშუალება ექნებათ.
დაცული ტერიტორიების სივრცეში წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე – ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული.
ღონისძიებას მუსიკალური ბენდი გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები