ლევან დავითაშვილი: მშვენიერი დღეა, ამინდმაც გაგვიმართლა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მინისტრი რუსთაველის გამზირზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი, ოჯახთან ერთად მივიდა.
„პირველ რიგში, მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღესასწაულს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მშვენიერი დღეა. ამინდმაც გაგვიმართლა. როგორც ვხედავ, ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის სტენდი დავათვალიერეთ. დაინტერესებული ვართ გასართობი აქტივობებით, რომელიც ბავშვებისთვის უნდა გაიმართოს. ვეცდებით, ჩავერთოთ. ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები