როგორია „ვეფხისტყაოსნის“ გმირების „პერსონალური მონაცემები“?

როგორია „ვეფხისტყაოსნის“ გმირების „პერსონალური მონაცემები“? – ამ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აქვეყნებს და 26 მაისის ღონისძიებებს ორიგინალურად უერთდება.
ინსპექტორის აპარატმა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
„რა ქონებას ფლობს ნესტან-დარეჯანი, რა ასაკის არის ავთანდილი, როგორია თინათინის ოჯახური მდგომარეობა და ტარიელის relationship status? – როგორც აღმოჩნდა, „ვეფხისტყაოსნიდან“ მისი პერსონაჟების პერსონალური მონაცემების შესახებ საკმაოდ ბევრის გაგებაა შესაძლებელი! ნახეთ მთავარი გმირების მოკლე დოსიეები და დაგვეხმარეთ მათ შევსებაში“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ფეისბუქის გვერდი, „პერსონალურ მონაცემებთან“ ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ გმირების გრაფიკულ ფოტოებს აქვეყნებს.
        

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები