ირაკლი სუთიძის გამოფენა გაიხსნება

ირაკლი სუთიძის გამოფენას „თი-ბი-სი არტგალერეა“ უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე მხატვრის 20-მდე ფერწერული ტილო იქნება წარმოდგენილი.
ირაკლი სუთიძემ  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1981 წელს დაამთავრა.
მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; 1979 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; ჰქონდა მრავალი პერსონალური გამოფენა;
ირაკლი სუთიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, ჰაიტის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, აშშ-ს, ავსტრიის, აზერბაიჯანის, რუსეთის, იაპონიის, კორეის, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კოლექციებში.
გამოფენა  3 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები