„საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“

29 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი სილაქაძის  წიგნისა – „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ავტორი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით აანალიზებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის სისტემას და ასკვნის, რომ რესპუბლიკის არსებობის ამ ხანმოკლე პერიოდში, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება იყო.
გამოცემაში დაწვრილებით არის აღწერილი თითოეული ის იარაღი, რომელსაც 1918-21 წლების საქართველოს შეიარაღებული ძალები ფლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები