თავისუფლების მოედანზე, სადაც დღეს 300-ზე მეტი წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, რეპეტიცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დღეს 300-ზე მეტი წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, რეპეტიცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ასევე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი.
თავისუფლების მოედანზე  დამონტაჟებულია ტრიბუნა, საიდანაც საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. თავისუფლების მოედანზე გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, აქ სხვადასხვა სამინისტროები აწყობენ სტენდს, სადაც ამ უწყებების მიერ განხორციელებული პროექტები იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები