ბაჩო ახალაია ჩაფიძის გულის ცენტრში გამოკვლევაზე იმყოფებოდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაფიძის გულის ცენტრში გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა. როგორც მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ბაჩო ახალაია თავს კარგად გრძნობს.
ნადარეიშვილი ჩაფიძის კლინიკას მიმართავს და მათი ერთ-ერთ თანამშრომლის ვინაობით ინტერესდება, რომელმაც სოციალურ ქსელში ახალაია უხეშად მოიხსენია.
“აქაც გწერთ და ოფიციალურადაც მოგმართავთ წერილით, როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი, ეს ქალი ვინ არის, რა კავშირშია თქვენს კლინიკასთან (წერს მოათრიესო), თუ თქვენი თანამშრომელია, რა თანამდებობაზეა და რა უფლებით ამჟღავნებს ჯერ ერთი, პაციენტის კლინიკაში შემოყვანას და მეორეც, ასეთი ლექსიკა რამდენად მისაღებია თქვენთვის?
ახლა კი, როგორც ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრი გეკითხებით, რამდენად უნდა ვიყო მშვიდად და ვენდო თქვენს კლინიკას, როცა ასეთ რამეს ვკითხულობ?
პ.ს. ჩემო საყვარელო მეგობრებო, მომიწია ჩავამატო ეს ინფორმაცია, რადგან ყველას გული შეგტკივათ ბაჩოზე და გაინტერესებთ მისი ჯანმრთელობა, მტრის ჯინაზე, კარგადაა, გეგმიურ შემოწმებაზე იყო მხოლოდ. დიდი მადლობა, მიყვარხართ”, – წერს ნადარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები