სოფლის მეურნეობის სამინისტროში სეტყვით დაზარალებულების 907 სადაზღვევო შემთხვევაზეა შესული შეტყობინება

ამ ეტაპზე მაისში სეტყვით დაზარალებულების შესახებ 907 სადაზღვევო შემთხვევაზეა შემოსული შეტყობინება. შეფასების პროცესი დღემდე მიმდინარეობს სადაზღვეო კომპანიების მიერ და მისი დასრულების შემდეგ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია ზარალის ოდენობაზე, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ „ეკონომეტრში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფერმერებთან, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული, ზარალის შეფასებაზე, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობები მუშაობენ.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაზღვეულ ფერმერთა რიცხვი ორნახევარჯერ არის გაზრდილი და დღეს უკვე 7 500 პოლისია გაცემული. დაზღვეულების ზარალის ანაზღაურება სადაზღვეო კომპანიების მიერ მოხდება იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომელსაც აგროდაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს“, – აღნიშნა ლევან მაღრაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს, რომელთაც მოსავალი დაზღვეული არ აქვთ, სახელმწიფო „არ და ვერ დაეხმარება“. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები