მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.
„მ.იაშვილის საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს იაშვილის საავადმყოფო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სისხლით ვერ უზრუნველყოფს არის ცრუ ბრალდება და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სისხლით და დღემდე არ დაფისირებულა სისხლის დეფიციტის არცერთი შემთხვევა“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები