ბოლნისში, სოხუმის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოხუმის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა.მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატენდერო პროცედურებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,რიგელი” ივლისში დაიწყებს და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. გარდა სამშენებლო ტენდერებისა, მუნიციპალიტეტი სისტემატიურად ახორციელებს მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენს. 2017 წელს 4 მილიონ ლარამდე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები