,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებდა:
ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ნორიოს აღმართზე, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში, წყალსადენის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

ამავე რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე, ჩუღურეთის რაიონში, სოლომონ ქურდიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო – წყალსადენის ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის  ქსელის 1.7 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და 10 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 240 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის 625 მეტრი სრულად შეიცვალა.

ამავე რაიონში, სოფელ დიღომში, თევდორე ტირონის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 66 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 260 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.  

სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები