ალექსანდრე ჯეჯელავა: 11 ათასამდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდების ზღვარი 11 ათასამდე მოსწავლემ ვერ გადალახა.
მინისტრმა ქვეყანაში პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის აქტუალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემა შესაცვლელია.
„ნებისმიერ ქვეყანას რომ შევედაროთ, ჩვენი პროპორცია უმაღლესსა და პროფესიულ განათლებას შორის განაწილების არის არაჯანსაღი. ფაქტიურად, გვაქვს სისტემა, რომელიც აგენერირებს, ასე ვთქვათ, უმუშვერებს თავიდანვე და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, შევცვალოთ,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები