ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი კობახიძემ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს და გაერთიანებულ სამეფოს თანადგომა გამოუცხადა.
„საქართველოს პარლამენტისა და სრულიად ქართველი ერის სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას გაერთიანებული სამეფოს ხალხის მიმართ იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც მანჩესტერში, ორშაბათს მოხდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები არის მათ ოჯახებთან და მეგობრებთან, ვინც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა. ბრიტანელმა ხალხმა ტერორისტულ თავდასხმას მხოლოდ იმ გზით უპასუხა, როგორც მათ იციან – გამბედაობით და გამძლეობით. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს ბრიტანელ მეგობრებს და მოკავშირეებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები